fbpx
საბერძნეთი

“საბერძნეთის კუნძულები უნდა მოემზადონ კორონავირუსიანი ტურისტებისთვის” – ხარალამბოს გოგოსი

ინფექციური დაავადებების პროფესორმა, ხარალამბოს გოგოსმა ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან ტურისტულ სეზონსა და მასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე ისაუბრა.

“ზოგიერთი კუნძული, განსაკუთრებით დიდი კუნძულები, მზად არიან იმისთვის, რომ თუკი ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდება, შესაბამისი ზომები მიიღონ.

უნდა მოხდეს მომზადება და სამედიცინო დაწესებულებების კარგად დაკომპლექტება. უნდა არსებობდეს სწრაფი ტესტები ადგილზე და საჰაერო ტრანსპორტირების საშუალება იმისთვის, რომ მოხდეს დაუყოვნებლივი მკურნალობა.

საბერძნეთი მზად უნდა იყოს იმიტომ, რომ წლევანდელ სეზონს ბინოკლით დააკვირდებიან. 74 დღიანი კრიზისის შემდეგ ჩვენ პატრასში მხოლოდ 1 ინფიცირებული გვყავს და ზოგადად საბერძნეთში საავადმყოფოთა უმეტესობა აბსოლუტურად თავისუფალია Covid-19-ით ინფიცირებულებისგან.

მიუხედავად ამისა, არაფერი დასრულებულა და ჩვენ კვლავ მზად უნდა ვიყოთ. განსაკუთრებით მზად უნდა იყვნენ კუნძულები, რომ შესაძლოა მიიღონ ტურისტები კორონავირუსით,განაცხადა პროფესორმა გოგოსმა.

onalem

ტესტ