fbpx
ჯანმრთელობა

საბერძნეთში კორონავირუსი უკან იხევს – მხოლოდ და მხოლოდ 25 ახალი ინფიცირებული ქვეყანაში

საბერძნეთი წარმატების გზიდან არ გადადის. ამას ადასტურებს რიცხვები, რომლებიც ყოველდღიურად ქვეყანაში ფიქსირდება. დღეს კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ და მხოლოდ 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსით 2.170 ადამიანია ინფიცირებული. გარდაიცვალა კიდევ ორი მძიმე პაციენტი, რამაც კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 101-მდე გაზარდა.

საავადმყოფოებში მოთავსებული პაციენტებიდან 76 მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი.

პროგნოზები მართლდება და ვირუსის მრუდი ქვევით სვლას იწყებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოსახლეობა უნდა მოდუნდეს. ყველაზე კრიტიკულია ვნების კვირა და აღდგომის დღე, კვირა. ხალხმა გადაადგილება მაქსიმალურად უნდა შეზღუდოს, რათა არ გამოვლინდეს კიდევ მეტი შემთხვევა.

onalem

ტესტ