fbpx
საბერძნეთი

CNN: რატომ არ გახდა საბერძნეთი მეორე იტალია?!

CNN International რეპორტაჟს უძღვნის საბერძნეთს და ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც აღწერილია, თუ რის ხარჯზე შეძლო ქვეყანამ არ დამსგავსებოდა ახლოს მდებარე ევროპულ ქვეყანას, იტალიას.

CNN აღნიშნავს, რომ საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გასაოცრად ცოტაა და ეს ყველაფერი მთავრობის და ეპიდემიოლოგების, განსაკუთრებით კი, სოტირის ციოდრასის სწრაფი მოქმედების დამსახურებაა.

ქვეყანაში 22 მარტიდან გამოცხადდა, რომ იხურებოდა სკოლები, უნივერსიტეტები, მალე დაიკეტა მაღაზიები, გაუქმდა ყველანაირი კარნავალი და სადღესასწაულო ღონისძიება, ჩაიკეტა საზღვრები, გაუქმდა ფრენები, დაწესდა გადაადგილების აკრძალვა და ჯარიმები.

პოლიცია ამოწმებს გარეთ მოძრავ ხალხს, ოფიცრები დგანან პორტებში, ავტობუსების სადგურებში, აეროპორტებში, ქვეყანაში შემომავალი ხალხი პირდაპირ კარანტინის პირობებში გადაყჰავთ და ეს ყველაფერი ძალაშია დღესაც… სწორედ ეს არის მიზეზები, რომელთა გამოც საბერძნეთში ყოველდღე მხოლოდ ათობით ინფიცირებულია, ხოლო იტალიაში ყოველდღე ასობით გარდაცვლილი.

ვიდეო იხილეთ აქ: https://edition.cnn.com/videos/world/2020/04/13/greece-coronavirus-covid-19-lockdown-restrictions-lessons-kinkade-pkg-intl-ldn-vpx.cnn/video/playlists/coronavirus-intl/

onalem

ტესტ