fbpx
საბერძნეთი

დღეს, 26 დეკემბერს, ათენის საჯარო ტრანსპორტი უქმე დღის განრიგით მუშაობს – გამოივლიან იშვიათად

დღეს, 26 დეკემბერს, საბერძნეთში უქმე დღეა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო ტრანსპორტი არ მუშაობს ჩვეული გრაფიკით და მოძრაობენ გაცილებით იშვიათად.

დღეს ისინი იმოძრავებენ პროგრამით, რომელიც გათვლილია კვირა და უქმე დღეებზე, ანუ ავტობუსები და ტროლეიბუსები გამოივლიან 30-40 წუთში ერთხელ, ან შესაძლოა უფრო გვიანაც.

რაც შეეხება მეტროს 1-ელ ხაზს, ΗΣΑΠ-ს:

26 და 31 დეკემბერს, ასევე 1 იანვარს, დეკემბერს მატარებლები 5:30-დან 23:30 საათამდე იმოძრავებენ ყოველ 10,5 წუთში ერთხელ, ხოლო დანარჩენ საათებში ყოველ 15 წუთში ერთხელ. 31 დეკემბერს მუშაობას შეწყვეტენ 23:00 საათისთვის.

მეტროს მე-2 და მე-3 ხაზები:

26 დეკემბერს, ასევე, 31 დეკემბერს, 09:00-დან 17:00 საათამდე იმოძრავებენ ყოველ 7 წუთში ერთხელ, ხოლო დანარჩენ საათებში 9 წუთში ერთხელ. 31 დეკემბერს მოძრაობას შეწყვეტენ 23:00 საათისთვის.

onalem

ტესტ