fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

“რუსები აქ არავის კლავენ, მოვიდნენ და დახმარება მოგვიტანეს” – ბერძნების სკანდალური ვიდეო, რომელსაც რუსეთის საელჩო ავრცელებს

რუსეთის საელჩო ათენში კიდევ ერთ პროვოკაციას აწყობს და ავრცელებს სკანდალურ ვიდეოს, რომელზეც, როგორც ისინი აცხადებენ, უკრაინაში, სოფელ სარტანაში მცხოვრები ბერძნები არიან ასახულნი.

პოსტის მიხედვით, ბერძნული წარმომავლობის ადამიანები სარტანაში, ერთ-ერთი სკოლის თავშესაფარში იმყოფებიან და აცხადებენ, რომ იქ რუსები არავის ხოცავენ და როგორც კი ადგილზე მივიდნენ, მაშინვე დახმარება გაუწიეს მოსახლეობას.

აღსანიშნავია, რომ ეს ადამიანები, რომლებსაც ბერძნებს უწოდებენ, ბერძნულ ენაზე საერთოდ არ საუბრობენ.

”აქ არავინ არავის ხოცავს, არავინ ესვრის შეუიარაღებელ ხალხს. როგორც კი აქ რუსები მოვიდნენ, მაშინვე დახმარება მოგვიტანეს. არავინ გვეკითხება ბერძნები ვართ თუ უკრაინელები, საიდან ვართ, რა ენაზე ვსაუბრობთ. რუსები არ გვარჩევენ, უკრაინელები კი, დიახ, გვარჩევენ და გვაიძულეს მხოლოდ უკრაინულად ვისაუბროთ, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ვიცი,” აცხადებს ერთ-ერთი მათგანი.

 

onalem

ტესტ