fbpx
საბერძნეთი

როგორ იმუშავებს დღეს, 12 მარტს, ათენის საჯარო ტრანსპორტი?

როგორც უკვე ცნობილია, დღეს, 12 მარტს, კლიმატური ფენომენის, “ფილიპოს” გამო სამოქალაქო დაცვის სააგენტო, გადაადგილების თვალსაზრისით, საგანგებო მდგომარეობას აცხადებს.

მედია იუწყება, რომ ათენის საჯარო ტრანსპორტი სრულ მზაყოფნას აცხადებს, რომ მგზავრთა გადაადგილება მაქსიმალურად უსაფრთხოდ მოხდეს, თუმცა, პარალელურად, არ გამოირიცხება ცვლილებები.

ავტობუსები, ტროლეიბუსები, ელექტრო მატარებელი (ტრენო) და მეტრო იმუშავებენ კლიმატური პირობების შესაბამისად. ამ დროისთვის შეზღუდვები არ ფიქსირდება, თუმცა, თუ კონკრეტულ ტერიტორიებზე მომდევნო საათებში ამინდის გამო გადაადგილება შეუძლებელი გახდა, მოსალოდნელია, რომ კონკრეტულმა ხაზებმა მუშაობა შეწყვიტონ.

ინფორმაცია გავრცელდება ეტაპობრივად და მოსახლეობა ინფორმირებული იქნება ნებისმიერი ცვლილების შესახებ, რათა არ დაიგეგმოს იმ მიმართულებით წასვლა, სადაც ტრანსპორტი მუშაობას შეწყვეტს.

onalem

ტესტ