fbpx
საბერძნეთი

საგანგებო პროგნოზი მომდევნო საათებისთვის – როდის ითოვებს ატიკაში?!

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური ავრცელებს საგანგებო პროგნოზს მომდევნო საათებთან დაკავშირებით. როგორც უკვე ცნობილია, ცივი ჰაერის მასების შემოჭრა საბერძნეთში გუშინ ღამით დაიწყო და ფენომენი სამშაბათს დილამდე იქნება აქტიური.

დღეს წვიმს ეგეოსის ზღვის კუნძულებზე, კრეტაზე, ასევე, თესალიასა და პელოპონისოში, სპორადესის კუნძულებსა და კიკლადესის კუნძულებზე. ეგეოსის ზღვაში იქროლებს ჩრდილოეთის ქარი, რომლის ძალაც 7-8 ბალს მიაღწევს, ხოლო იონიის ზღვაში 5-6 ბალს.

კლეარხოს მარუსაკის პროგნოზის მიხედვით, დღეს განსაკუთრებული ყურადღება მოსახლეობამ უნდა გამოიჩინოს მაგნისიაში, კრეტას მთიან ტერიტორიებსა და ატიკის რეგიონში. საუბარია ჩრდილოეთ გარეუბნებზე: დროსია, აგიოს სტეფანოს, სტამატა და უფრო ზემოთ. ვინაიდან ტემპერატურა საგრძნობლად ეცემა, თოვისთვის უფრო ხელსაყრელი პირობები შეიქმნება.

სინოპტიკოსის პროგოზის მიხედვით, თოვას ატიკის რეგიონში დღეს საღამოდან ხვალ დილამდე უნდა ველოდოთ, ჩრდილოეთით მდებარე უბნებში. მარუსაკის მოსაზრებით, თოვა დაფიქსირდება მარუსშიც, მაგრამ არ დადებს.

onalem

ტესტ