fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში ქორწილებს, ნათლობებსა და სხვა წვეულებებს “ამოწმებენ” – სახელმწიფოსგან დამალული ათასობით ევრო

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთის საგადასახადო სამსახური სოციალურ ქსელს იყენებს, რათა კანონდარღვევების მთელი რიგი გამოავლინოს. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო ელიზაბეთ ელეცის ქორწილი, საიდანაც როგორც აღმოჩნდა, ათასობით ევრო დაუმალეს სახელმწიფოს.

ტელეკომპანია ΕΡΤ-ის ინფორმაციით, ქვეყანაში “სამიზნეშია” ამოღებული ქორწილების, ნათლობების, დაბადების დღეების და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებული წვეულებები, საიდანაც შესაძლოა თანხებს პარავდნენ სახელმწიფოს.

ამ დრომდე შემოწმება ჩატარებულია საბერძნეთის დიდ ქალაქებში, მათ შორის: ათენში, თესალონიკში, პატრასში, ალექსანდრუპოლში, სადაც კონტროლი 40-მდე წარმომადგენელმა ჩაატარა. შედეგების მიხედვით, დაფიქსირდა დარღვევები 22 მათგანში და დაიკეტა 9 დაწესებულება, სადაც ეს ცერემონიები ჩატარდა, რადგან აღმოჩნდა, რომ შესაბამისი ქვითრები არ იყო მოჭრილი.

ΑΑΔΕ-ს მიხედვით, აღნიშნული შემოწმებები აქტიურად გაგრძელდება მომდევნო პერიოდშიც.

onalem

ტესტ