fbpx
საბერძნეთი

“მაპატიე, რომ ამ არაადამიანურ ქვეყანას მოგავლინე” – ტემპიში დაღუპულთა ოჯახის წევრები შეიკრიბნენ

დედაქალაქის ცენტრში საპროტესტო აქციების პარალელურად, ტემპის ტერიტორიაზე უამრავი ადამიანი შეიკრიბა დაღუპულთა სულებისთვის პატივის მისაგებად, იმის დასამტკიცებლად, რომ არ დავიწყებიათ ის 57 ადამიანი, რომელიც სხვების უპასუხისმგებლობას შეეწირა.

ხალხი მივიდა ყვავილებით, სანთლებით, სხვადასხვა ბროშურებით, ოჯახის წევრები ცრემლს ვერ მალავდნენ, ემოციების შეკავება უჭირდათ სასულიერო პირებსაც, რომლებიც ადგილზე წირვის ჩასატარებლად მივიდნენ.

“ჩემი სახლი მეორე სასაფლაოდ იქცა, მაპატიე, რომ ამ არაადამიანურ ქვეყანას მოგავლინე და ვერ შევძელი, გადამერჩინე. სიცოცხლე გწყუროდა და არავინ გადაცადა, ჩემო პრინცესა, ანგელოზებთან ერთად სამოთხეში იმღერებ,” ამბობს ერთ-ერთი დაღუპულის მამა.

ოჯახები ითხოვენ, რომ აღსრულდეს სამართალი და დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, რომელსაც მცირედი პასუხისმგებლობაც კი აქვს მომხდარში.

onalem

ტესტ