fbpx
საბერძნეთი

ქვეყნები, რომლებთანაც საბერძნეთი ფრენებს 15 აგვისტომდე კრძალავს – საიდან შემოვლენ მხოლოდ ნეგატიური ტესტით?!

ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს ინფორმაციით, საბერძნეთი 15 აგვისტომდე საჰაერო მიმოსვლას კრძალავს შემდეგ ქვეყნებთან: თურქეთი, ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონია. 

ასევე, ქვეყნები, საიდან შემოსვლაც მხოლოდ და მხოლოდ კორონავირუსზე ნეგატიური ტესტით არის შესაძლებელი არის: ბულგარეთი, რუმინეთი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები.

ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან შემოსვლა საბერძნეთში აკრძალულია 14 აგვისტომდე, თუმცა, გამონაკლისია ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირს უსაფრთხო ქვეყნების სიაში ჰყავს შეყვანილი.

ესენია: ავსტრალია, კანადა, საქართველო, იაპონია, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი, ურუგვაი, ალჟირი.

შეგახსენებთ, რომ საქართველო თავად არ ხსნის საკუთარ საზღვრებს ყველა ქვეყნისთვის და საბერძნეთთან მიმოსვლა 31 აგვისტომდე არ ხორციელდება.

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველომ ევროკავშირის 5 ქვეყანასთან საჰაერო საზღვარი გახსნა.

ეს ქვეყნებია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი.

 

onalem

ტესტ