fbpx
კრიმინალი

67 წლის ალბანელს 3 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რადგან ავტობუსში 30 წლის ქალს სექსუალურად ავიწროვებდა

ალბანეთის მოქალაქის სასჯელი კარგი მაგალითი იქნება მათთვის, ვინც საჯარო ტრანსპორტში ქალებს სექსუალურად ავიწროვებს. საუბარია გარყვნილ ქმედებებზე, რაც არც თუ ისე იშვიათია ავტობუსებსა თუ მეტროში.

გავრცელებული ინფორმაციით, 30 წლის ადვოკატმა ქალმა 67 წლის მამაკაცს უჩივლა, რადგან ავტობუსში მის გვერდით იჯდა და ფეხზე ხელი რამდენჯერმე გამიზნულად დაადო. როგორც ირკვევა, თავდაპირველად ქალს ეგონა, რომ ეს ყველაფერი შემთხვევით ხდებოდა, თუმცა, მას შემდეგაც კი, რაც მან რეაქცია გამოხატა და მამაკაცი მაინც იგივეს აგრძელებდა, მძღოლს დაუყვირა, რომ ავტობუსის კარი დაეკეტა.

სასამართლოში ჩივილის შედეგად, 67 წლის მამაკაცს, რომელიც ალბანეთის მოქალაქეა, 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის ბრალს არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ თვალზე ოპერაცია ცოტა ხნის წინ გაიკეთა, რის გამოც კარგად ვერ ხედავს და იმ დროს ჩანთიდან წამლის ამოღებას ცდილობდა, თუმცა, შემთხვევით ქალს დაადო ფეხზე.

“ვცდილობდი, რომ ჩანთიდან წამალი ამომეღო, რომ თვალში ჩამეწვეთებინა. შეიძლება, შემთხვევით მას ფეხზე დავადე. პატარა გოგოა და ეს ჩემთვის დიდი სირცხვილია. დაქორწინებული ვარ და მსგავს რამეებს არ ვაკეთებ. ბოდიშს ვიხდი,” ამბობდა ის.

მიუხედავად ამ განცხადებისა, ალბანელი 3 თვეს ციხეში გაატარებს.

onalem

ტესტ