fbpx
საზოგადოება

“მითხრეს, რომ ქორწილში, რომელშიც ვუკრავდი, კორონავირუსით ინფიცირებული იყო, ასე გადამედო მეც” – რა მოხდა თესალონიკში?!

როგორც უკვე ცნობილია, თესალონიკში გამართული 150 კაციანი ქორწილიდან ამ დროისთვის ვირუსი 16 მათგანს აქვს დადგენილი. თუმცა, ექსპერტები შიშობენ, რომ ეს რიცხვი ბევრად გაიზრდება.

მედიასთან ისაუბრა DJ-მ, რომელიც აღნიშნულ ქორწილში უკრავდა და ვირუსი მასაც დაუდასტურდა.

“ოთხშაბათს წყვილმა, რომლის ქორწილშიც ვუკრავდი, დამირეკა და მითხრა, რომ იქ კორონავირუსით ინფიცირებული იყო. მეორე დღეს უკვე სიმპტომები გამომივლინდა და ტესტის გასაკეთებლად მივედი კერძო ლაბორატორიაში. ვირუსი მეც დამიდასტურდა.

როგორც ცნობილია, ინფიცირებულია სიძე და მისი მამა, ასევე სხვა 13 სტუმარი,” ამბობს ის.

ირკვევა, რომ ჩატარდა სულ 100 ტესტი და ახლა ექსოერტები შეშფოთებით ელოდებიან პასუხების გამოცხადებას.

ყველა ინფიცირებული, მათ შორის DJ, თვითიზოლაციაში იმყოფება.

onalem

ტესტ