fbpx
საბერძნეთი

ხალხი ქონების გადარჩენას ყველანაირი ძალებით ცდილობს, მაგრამ სახლებიც კი, წყალში ცვივა – კადრები სოფელ მუზაკიდან

კარდიცადან გავრცელებული კადრები საბერძნეთის კლიმატური პირობების ფონზე უკიდურესად უჩვეულოა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ასეთი რამ არასოდეს უნახავთ.

უკვე ვიხილეთ კადრები, თუ როგორ არის სახლები თითქმის დაფარული წყლით, ახლა კი, მედია ავრცელებს დამატებით ფოტოებს სოფელ მუზაკიდან, სადაც ჩანს, როგორ მიაქვს ადიდებულ მდინარეს შენობები. სასოწარკვეთილი მოსახლეობა მაქსიმალურად ცდილობს, რომ შეინარჩუნოს მინიმუმი მაინც, მაგრამ სტიქიასთან გამკლავება შეუძლებელია. საუბარია ადამიანის სიცოცხლეზე, რომელიც ამ ეტაპზე პირველ ადგილას დგას, ვინაიდან შესაძლოა, ქონების გადარჩენის პროცესში მსხვერპლის წინაშე დავდგეთ.

იხილეთ როგორ ვარდება ორსართულიანი შენობა ადიდებულ წყალში – როგორც ცნობილი გახდა, ამ შენობაში სავარჯიშო დარბაზი იყო, კედლებთან ერთად წყალმა წაიღო ის ძვირადღირებული აღჭურვილობა და ნივთები, რომელთა შეძენაშიც მფლობელმა დიდი შრომა ჩადო.

onalem

ტესტ