fbpx
საბერძნეთი

სანტორინზე მშენებარე შენობა ჩამოინგრა: დაღუპულია ერთი ემიგრანტი, მეორე კი მძიმედ დაშავდა

კუნძულ სანტორინზე შენობის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია მშენებარე შენობაზე, სადაც ემიგრანტები მუშაობდნენ. ირკვევა, რომ ისინი იქაურობის დასასუფთავებლად მივიდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი სართული ჩამოინგრა და სამწუხაროდ, ქვეშ ორი ადამიანი მოჰყვა.

არსებული ცნობებით, დაღუპულია ბანგლადეშის ერთი მოქალაქე, ხოლო მეორე დაშავებული ალბანეთის მოქალაქეა. საბერძნეთში ორივე სამუშაოდ იმყოფებოდნენ და მათი ასაკი 40-დან 45 წლამდეა.

თირას პოლიციის განყოფილებამ უკვე დაიწყო მომხდარის მიზეზების გამოძიება.

onalem

ტესტ