fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ამ კადრებით საბერძნეთში მთელი ზამთარი კარანტინში ვიქნებით – ვადები კიდევ შეიძლება გაგრძელდეს

მას შემდეგ, რაც შაბათ-კვირას ათენსა და კრეტაზე განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ხალხი დაფიქსირდა გარეთ, ექსპერტები დიდ შეშფოთებას გამოთქვამენ და აცხადებენ, რომ ხალხის ქცევა გამოიწვევს კარანტინის კიდევ მინიმუმ ორი კვირით გაგრძელებას. რაც უფრო მეტად დაუმორჩილებელი იქნება საზოგადოება ზომების მიმართ, მით უფრო მოიმატებს მათი რაოდენობა.

“ჩვენ ახლა ველოდებით, ვნახოთ, თუ რა იქნება შემდეგ დღეებში. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც არ გავხსენით არც მაღაზიები და არც რომელიმე სხვა დაწესებულება, გარდა სკოლებისა, მაგრამ აბსოლუტურად მოსალოდნელია, რომ დაწყებითი სკოლები ისევ დაიხუროს.

უნდა ვიყოთ მზად უარესისთვის. მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ აღდგომის შემდეგ უკვე ამოვისუნთქებთ, როდესაც ამინდი გაუმჯობესდება და მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ვაქცინირებული იქნება,” აცხადებს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტთა საბჭოს წევრი და პროფესორი, ნიკოს სიფსასი.

ასევე, არ გამოირიცხება აკორდეონის პრინციპი, რაც გულისხმობს გახსნა-დახურვას ინტერვალებით, რაც არს თუ ისე კარგის მომტანია, ამიტომ ზომების მკაცრი დაცვა ამ ეტაპზე, თავიდან აგვაცილებს მესამე ტალღას, რომელსაც, როგორც მატინა პაგონი ამბობს, ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს.

 

onalem

ტესტ