fbpx
საზოგადოება

ხვალ ატიკის რეგიონში თოვლია მოსალოდნელი – კალიანოსის პროგნოზი

როგორც უკვე ცნობილია, დღეიდან საბერძნეთში ცუდი ამინდის ახალი ტალღა გველის, რომელიც ქვეყნის მასშტაბით გავრცელებას შუადღიდან დაიწყებს. სინოპტიკოსი იანის კალიანოსი კი აცხადებს, რომ ხვალიდან ატიკის რეგიონს კვლავ თოვა ელის.

ცენტრალურ და სამხრეთ საბერძნეთში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, რომელიც პრობლემებს გამოიწვევს. დღეს ფენომენი დასავლეთ საბერძნეთიდან წამოვა და დანარჩენ ტერიტორიებზე გავრცელდება. ასევე ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი თესალიაშიც.

კალიანოსის თქმით, ატიკაში ამინდი საღამოდან მკვეთრად შეიცვლება და ღამით ფენომენი ინტენსიური გახდება. ტემპერატურა დაეცემა და ხვალ, 15 იანვარს, რეგიონის ჩრდილოეთით შუადღის შემდეგ კვლავ თოვლია მოსალოდნელი.

onalem

ტესტ