fbpx
საზოგადოება

300 ევროიანი ჯარიმა ექთანს, რომელიც Covid-19-ის განყოფილებაში მუშაობს და მძიმე ცვლის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა

ტელეკომპანია ANT-ზე გასული სიუჟეტის მიხედვით, პოლიციელმა 300 ევროიანი ჯარიმა გამოუწერა ექთანს, რომელიც Covid-19-ის განყოფილებაში მუშაობს და უმძიმესი სამუშაო ცვლის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა.

ექთანი, ევტიხია ზალოკოსტა ამბობს, რომ ოფიცერმა მას კონკრეტული პროგრამა მოსთხოვა, რომელიც მის სამუშაო საათებს დაადასტურებდა, მაგრამ მას არ ჰქონდა მსგავსი საბუთი, რადგან ხანდახან 24 საათი უწევს მუშაობა და ზოგადად, ნებისმიერ დროს უნდა იყოს მზად, რადგან მძიმე ვითარების გამო, არის შემთხვევები, როდესაც ურეკავენ, რომ სამსახურში გამოცხადდეს.

“მქონდა საბუთი, რომ ვმუშაობ საავადმყოფოში, Covid-19-ის განყოფილებაში, მაგრამ არ მაქვს მითითებული საათები, რადგან ჩვენი რეჟიმი არის არაპროგნოზირებადი. ეს იმიტომ, რომ მდგომარეობის გამო 24 საათიან მზადყოფნაში უნდა ვიყო. ვცადე პოლიციელისთვის ეს ამეხსნა, მაგრამ არ გამოიჩინა არანაირი გაგება, არანაირი პატივისცემა და დაფასება და გამომიწერა 300 ევროიანი ჯარიმა,” ამბობს ექთანი.

როგორც ცნობილია, ევტიხია ზალოკოსტა რეანიმაციულ განყოფილებაში თვეების მანძილზე, საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად მუშაობს.

 

onalem

ტესტ