fbpx
კრიმინალისაზოგადოება

ხუთთვიანი ძებნის შემდეგ ვიქტორია კარიდას მეუღლის მკვლელი პოლიციამ დააკავა

პირი, რომელმაც გასული წლის 31 ოქტომბერს იანის მაკრის საკუთარ სახლთან დაესხა თავს და ცეცხლი გაუხსნა, საბერძნეთის პოლიციის ხელშია. ხუთთვიანი ძებნის შემდეგ უცხო ქვეყნის მოქალაქე დაპატიმრებულია.

ვინ არის ის?!

აღმოჩნდა, რომ მკვლელი 31 წლის ბულგარელი მამაკაცია, თურქული წარმომავლობით. მას შემდეგ, რაც ვულაში ცნობილი ბიზნესმენი ჩაცხრილა, ათენის ჩრდილოეთ გარეუბნებში იმალებოდა. პოლიცია მის ძებნას არ წყვეტდა და ამდენი ხნის შემდეგ დადგინდა, თუ სად იმყოფებოდა და სპეციალური ოპერაციის შეეგად დააკავეს.

ის გასულ სამშაბათს გლიფადაში დააპატიმრეს. პოლიცია ეძებს მის 35 წლის ძმასაც, რომელსაც ასევე მკვლელობა ედება ბრალად.

onalem

ტესტ