fbpx
საზოგადოება

საბერძნეთის პოლიცია, განსხვავებული ფორმით, მუშაობას აძლიერებს!

საბერძნეთის პოლიცია განსხვავებულ ფორმაში მოგვევლინა. სამართალდამცავები მუშაობას ტურისტებისა და ადგილობრივი მოქალაქეების დასაცავად აძლიერებენ.

ოფიცრები კრეტაზე, ხანიას ქუჩებში ველოსიპედებით დადიან და მეტ ყურადღებას იჩენენ ისეთი წერტილების მიმართ, რომლებიც მანქანებით შესაძლოა მიუდგომელი იყოს.

მათ განსხვავებული უნიფორმა აცვიათ, კომფორტულად გადასადგილებლად და ველოსიპედებს აქვთ სრულყოფილი აღჭურვილობა, რაც მათთვის აუცილებელია.

პოლიციელები ტურისტების გაძარცვის პრევენციისთვის და საჭირო ინფორმაციის მიწოდებისთვის მუშაობენ.

onalem

ტესტ