fbpx
საზოგადოება

პენსიონერებით გადატვირთული ბანკები – სიტუაციის განსამუხტად პოლიცია გახდა საჭირო

ΣΚΑΪ-ს კამერამ დღეს დილით აღბეჭდა, თუ რა ვითარებაა ბანკ “პირეოსის” ერთ-ერთ ფილიალში, სადაც ძირითადად პენსიონერებისგან შემდგარი გრძელი რიგები დგას და ისინი არ იცავენ არანაირ დისტანციას ერთმანეთისგან. გარდა ამისა, შესასვლელ კარში ორ-ორიც კი შედიან და საკმაოდ ახლო კონტაქტში იმყოფებიან ერთმანეთთან.

ამ ყველაფრის მოსაგვარებლად და მდგომარეობის განსამუხტად საჭირო გახდა ΔΙΑΣ პოლიციის ოფიცრების ადგილზე მისვლა, რომელთაც რამდენიმე ადამიანი ბანკიდან გამოიყვანეს კიდეც, ხოლო გარეთ მდგომებს მოუწოდეს, ერთმანეთისგან შორს დამდგარიყვნენ.

ათასობით პოლიციელი უკვე მზად არის ბანკების სხვადასხვა ფილიალებში მსგავსი მდგომარეობების გასაკონტროლებლად.

onalem

ტესტ