fbpx
საზოგადოება

“მძიმე ფსიქოლოგიურ და ფინანსურ სიტუაციაში ვართ” – ბერძენი სტუდენტები, რომლებიც რუსეთში სწავლობენ, სამშობლოში დაბრუნებას ითხოვენ

ბერძენ სტუდენტთა რიცხვი, რომელიც რუსეთში სწავლობს და შექმნილი მდგომარეობის გამო პანიკაში არიან, სულ უფრო და უფრო იზრდება. ისინი ვერ უმკლავდებიან საკუთარ ხარჯებს, ასევე განიცდიან შიშს და დაუცველობას იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთში ე.წ. “ნაწილობრივი მობილიზაცია” გამოცხადდა.

სტუდენტები აცხადებენ, რომ არ იციან, როგორი იქნება შემდეგი დღე, არ არიან დარწმუნებულები, რომ შეძლებენ სწავლა გააგრძელონ უსაფრთხო გარემოში და შესაბამისი სამინისტროებისგან ითხოვენ, რომ მიეცეთ საშუალება თავიანთი კურსები ბერძნულ უნივერსიტეტებში დახურონ, რადგან უკვე სხვა გზაც აღარ დარჩენიათ.

ისინი აღნიშნავენ, რომ მდგომარეობა რუსეთში სულ უფრო და უფრო უარესობისკენ მიდის და მათთვის შეუძლებელია ბილეთების შეძენაც კი, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო, რადგან ფასები ტრანზიტულ ბილეთებზე უკიდურესად დიდია.

კიდევ ორმა სხვა სტუდენტმა რამდენიმე ხნის წინაც გაავრცელა იგივე თხოვნა, რომ ქვეყანამ მიიღოს შესაბამისი ზომები, დააბრუნონ ისინი სამშობლოში და მიეცეთ საშუალება, რომ დაასრულონ თავიანთი სასწავლო კურსი, მხოლოდ საბერძნეთში.

onalem

ტესტ