fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: მაკრინიცაში მოკლული და-ძმის მშობლები 400.000 ევროს ითხოვენ მორალური ზიანისთვის

2021 წლის აპრილში მაკრინიცაში მომხდარმა მკვლელობამ საზოგადოება შეძრა. 34 წლის მამაკაცმა იმსხვერპლა თავისი ყოფილი მეუღლე, კონსტანტინა და მისი ძმა, გიორგო. მათი მშობლები კი ახლა მორალური ზიანისთვის დიდ ფულად კომპენსაციას ითხოვენ და სარჩელი ვოლოსის პირველი ინსტანციის სასამართლოში აქვთ შეტანილი.

როგორც ირკვევა, ცოლ-ქმარი ითხოვს, რომ თითოეული შვილის მკვლელობით გამოწვეული მორალური ზიანი აუნაზღაურდეთ 200.000 ევროთი, შესაბამისად, ჯამში 400.000 ევროთი. ამას გარდა, ასევე ითხოვენ, რომ გადაეცეთ 5.000 ევრო მკვლელობამდე ორი დღით ადრე მათი მამის ცემისთვის და ასევე 20.000 ევრო დედისთვის ფიზიკური ზიანის მიყენებისთვის, რაც მკვლელობის დღეს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მათი მოთხოვნები აქ არ მთავრდება. მშობლები ითხოვენ, რომ 34 წლის მამაკაცს დაეკისროს ყოველთვიურად 600 ევროს ალიმენტის გადახდა ბავშვისთვის, მომდევნო 4 წლის მანძილზე.

შეგახსენებთ, რომ და-ძმის მკვლელს 2022 წლის ივნისში უვადო პატიმრობა და + 6,5 წელი მიუსაჯეს, სასამართლომ გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.

onalem

ტესტ