fbpx
საბერძნეთი

წყალქვეშა ნავები, სათვალთვალო გემები და ფრეგატები ეგეოსის ზღვაში – შთამბეჭდავი კადრები წვრთნებიდან

როგორც უკვე ცნობილია, საბერნეთის საზღვაო ძალები ახორციელებდნენ სპეციალურ წვრთნებს “ΛΟΓΧΗ 3/22”-ის ფარგლებში, რომელიც ჩრდილოეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ეგეოსის ზღვაში ჩატარდა. ვრცელდება შთამბეჭდავი კადრები წვრთნებიდან, რომლებიც როგორც ბერძნული მხარე აცხადებს, მკაფიო პასუხია თურქულ პროვოკაციებზე, რათა აჩვენოს საკუთარი მზაობა ნებისმიერი ნაბიჯის შემთხვევაში.

საზღვაო წვრთნების ფარგლებში ეგეოსში თავი მოიყარეს წყალქვეშა ნავებმა, სათვალთვალო გემებმა, ფრეგატებმა და სწრაფმა კატარღებმა.

“ამ წვრთნების მიზანია ფლოტის შტაბის ქვედანაყოფების ოპერაციული მზაყოფნის, თავსებადობისა და საბრძოლო შესაძლებლობების შენარჩუნება და შემდგომი ზრდა. ამას გარდა, იმის ჩვენება, რომ საბერძნეთი მზად არის უპასუხოს თურქეთის ნებისმიერ პროვოკაციასა და მუქარას, რომელიც ბოლო პერიოდია ისმის,” აღნიშნულია საზღვაო ძალების განცხადებაში.

როგორც protothema.gr იუწყება, საბერძნეთი უკვე ადგენს სპეციალურ გეგმებს თურქეთის შესაძლო მცდელობასთან დაკავშირებით, რომ შექმნას რაიმე ობიექტები სამხრეთ ხმელთაშუა ზღვაში და ამ მხრივ გამოიყენოს თურქული კვლევითი გემი, Orus Reis, რომლის სარესტავრაციო სამუშაოები და პროგრამული უზრუნველყოფა უკვე დასრულებულია.

ნახეთ კადრები:

 

 

onalem

ტესტ