fbpx
საბერძნეთი

პატისიონი: პოლიციამ 3 და 6 წლის ბავშვები აივანზე ჩაკეტილები იპოვა – დააკავეს მათი მშობლები

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ათენში, კერძოდ, პატისიონზე მოხდა. პოლიციის ოფიცრებმა გუშინ, დაახლოებით 22:30 საათზე, ერთ-ერთი კორპუსის პირველი სართულის აივანზე მცირეწლოვნები ჩაკეტილები იპოვეს.

როგორც ირკვევა, პოლიცია ადგილობრივებმა გამოიძახეს, რომელთაც ბავშვების ტირილი გაიგონეს, ისინი დახმარებას ითხოვდნენ.

ადგილზე მისულმა ოფიცრებმა 3 და 6 წლის ბავშვები პირველ რიგში დაამშვიდეს, შემდეგ კი აივნიდან გამოიყვანეს. რამდენიმე ხანში მოხერხდა მათი მშობლების, 27 და 36 წლის ქალების პოვნაც, რომლებიც დააკავეს და მათ წინააღმდეგ საქმე აღიძრა. ჩანს, რომ მათ ბავშვები აივანზე ჩაკეტეს და სახლიდან გავიდნენ.

ბავშვები საავადმყოფოში გადაიყვანეს, რათა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეემოწმებინათ.

არსებული ცნობებით, დაკავებული ქალები მაროკოს მოქალაქეები არიან.

onalem

ტესტ