fbpx
საბერძნეთი

“შავი” რეკორდი დღეს საბერძნეთში – დღევანდელმა რიცხვმა მოლოდინს გადააჭარბა

საბერძნეთში დღეს “შავი” რეკორდი ფიქსირდება. ΕΟΔΥ-ის ინფორმაციით, დღეს გამოვლინდა 7.000-მდე ინფიცირებული, რაც ზოგადად, პანდემიის ისტორიაში ყველაზე კრიტიკული რიცხვია.

ამას გარდა, საკმაოდ შემაშფოთებელია ფაქტი, რომ ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზე 441 ადამიანია გადაყვანილი.

როგორც მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, არ განიხილება არც ზოგადი და არც ადგილობრივი კარანტინის დაწესება, პრემიერმა კი უკვე აღნიშნა, რომ ზომები, რომლებიც ძალაში ხვალიდან შევა, სრულებით საკმარისია იმისთვის, რომ პანდემია კონტროლის არეში მოექცეს, ვინაიდან მე-4 ტალღა მხოლოდ არავაქცინირებულებს ეხებათ.

ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ ზოგიერთ რეგიონში ნამდვილად ფიქსირდება შედარებით მძიმე მდგომარეობა, ეს იმის მიხედვით, თუ მოსახლეობის რა რაოდენობაა ვაქცინირებული. იქ, სადაც უმეტესობა აცრილია, გაცილებით ნაკლებია მიმართვიანობა საავადმყოფოებში.

 

onalem

ტესტ