fbpx
საბერძნეთი

ნახეთ ყველა ზომა, რომელიც დღეიდან შედის ძალაში! ახალი ცხოვრება აუცრელებისთვის საბერძნეთში

დღეიდან, 6 ნოემბრიდან, საბერძნეთში ახალი შემზღუდველი ზომები შედის ძალაში, რომლებიც მოსახლეობის აუცრელი ნაწილის ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის.

დღეიდან მათთვის აღარ იქნება შესაძლებელი კომერციულ მაღაზიებში, კაფეებში, სილამაზის სალონებში და სხვა დახურულ სივრცეებში შესვლა, თუ არ წარადგენენ სწრაფი ტესტის უარყოფით პასუხს.

კიდევ ერთხელ გთავაზობთ დაწესებულებების ჩამონათვალს, სადაც აუცრელებს ტესტის პასუხის გარეშე შესვლა ეკრძალებათ:

  1. სილამაზის სალონები
  2. კომერციული ანუ ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების და ა.შ. მაღაზიები.
  3. ბანკები
  4. ნებისმიერი საჯარო სამსახური
  5. კაფეები, ტავერნები, რესტორნები, ბარები (ღია სივრცეც)

თავისუფალი რჩება შესვლა სუპერმარკეტებში, საცხობებში, აფთიაქებში, სურსათის ნებისმიერ მაღაზიაში.

ასევე, როგორც ცნობილია, დღეიდან ზომების დაცვას 8.000-მდე პოლიციელი გააკონტროლებს, ისინი 10-15 კაციან ჯგუფებად იმოძრავებენ და უზრუნველყოფენ, რომ არ დაფიქსირდეს კანონდარღევვები.

 

onalem

ტესტ