fbpx
საზოგადოება

“მან ხელი მოაწერა, რომ მომკვდარიყო, ექიმებს არ შეეძლოთ მართვით სუნთქვაზე გადაეყვანათ” – 55 წლის მამაკაცმა ვოლოსში ექიმებს დახმარებაზე უარი უთხრა

55 წლის მამაკაცის ოჯახის წევრები შეძრულები არიან ფაქტით, რომ მან მკაცრი უარი განაცხადა დახმარებაზე და ვიდრე სიკვდილის პირას არ მივიდა, საავადმყოფოში არ მიდიოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრაგედია ვილოსში მოხდა, სადაც 55 წლის მამაკაცი კორონავირუსით დაინფიცირდა, თუმცა, სახლში იმყოფებოდა და ჰოსპიტალიზაციაზე უარს აცხადებდა. საბოლოოდ, როდესაც მისი მდგომარეობა იმდენად დაუმძიმდა, რომ გონებას კარგავდა, ნათესავმა საავადმყოფოში იძულებით წაიყვანა, თუმცა, კვლავ უარზე იყო, რომ სუნთქვის აპარატზე შეეერთებინათ.

“ეს იყო თვითმკვლელობა, არ სურდა, რომ დახმარებოდნენ და აპარატზე გადაეყვანათ. არც აცრლი იყო და საერთოდ არ უნდოდა, რომ საავადმყოფოში მისულიყო. საბოლოოდ ჩემმა მეუღლემ მიიყვანა და რეანიმაციაში მოათავსეს, მაგრამ ხელი მოაწერა, რომ არ შეეერთებინათ მართვით სუნთქვაზე. მან ხელი მოაწერა, რომ მომკვდარიყო,” აცხადებს მისი ოჯახის ერთ-ერთი წევრი.

 

onalem

ტესტ