fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“ჩემი შვილი დილით ადგა, სამსახურში წავიდა და ახლა აღარ არის” – 55 წლის მამაკაცის დედა მძიმე მდგომარეობაშია

დღეს დილით კავალაში მომხდარმა ავარიამ საზოგადოება შეძრა. სამი ადამიანიდან ერთ-ერთი, რომელსაც იქვე მდგომი სატვირთოდან პროდუქტი გადმოჰქონდა და მაღაზიაში უნდა შეეტანა, ადგილზე გარდაიცვალა. ის ფაქტობრივად, სრულიად შემთხვევით გახდა მსხვერპლი, ვინაიდან არც მანქანაში იჯდა, რომელმაც ავარია გამოიწვია და არც რომელიმე სხვა მანქანას მართავდა იმ მომენტისთვის, უბრალოდ არასწორ დროს არასწორ ადგილას აღმოჩნდა და ამ შემთხვევითობამ ტრაგედია გამოიწვია.

მისი დედა უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია: “ჩემი შვილი ორმეტრიანი კაცია. დილით ადგა, სამსახურში წავიდა და მითხრა: “დედა, მივდივარ!” ახლა კი, აღარ არის,” ამბობს ქალი.

როგორც ირკვევა, 55 წლის მამაკაცი მანქანის ბორბლებს შორის იყო მოქცეული, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ სატვირთოც კი, თითქმის 180 გრადუსით მობრუნდა და ირგვლივ ყველაფერი განადგურდა.

მანქანა, რომელმაც ავარია გამოიწვია, გადაჭარბებული სიჩქარით მიდიოდა, რადგან პოლიცია მისდევდა უკან.

onalem

ტესტ