fbpx
საბერძნეთი

ამერიკელები, რომლებმაც კრაბის ფეხში 600 ევრო გადაიხადეს, მიკონოს ბარს სასამართლოში უჩივიან

Independent-ის ცნობით, ამერიკელები, რომლებსაც მიკონოზე ცნობილ ბარში კრაბის ფეხსა და კოქტეილებში 600 ევრო გადაახდევინეს, სასამართლოში ჩივიან. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ 600 ევროდან ნაწილი (78 ევრო) ბარმა თავად გადაწყვიტა დაეტოვებინა, როგორც “საჩუქარი”, მათი თანხმობის ან ინიციატივის გარეშე.

ბრენდა მულტონი და მისი 19 წლის ქალიშვილი, კეილა, აცხადებენ, რომ ბარ-რესტორანმა, DK Oyster-მა, უკიდურესად დიდი თანხა გადაახდევინათ შეკვეთილ პროდუქტებში.

“შეუძლებელია, რომ ორი მოჰიტო და კრაბის ფეხი 600 ევრო ღირდეს. როცა ეს გავაპროტესტე, თანამშრომელი მოვიდა და გვითხრა, რომ პოლიციას გამოიძახებდა. მეუბნებოდა, რომ აქ დავრჩებოდი და ვერ დავბრუნდებოდი სამშობლოში. ისიც დასძინა, რომ ძალიან მარტივი იყო იმის გაგება, თუ სად ვცხოვრობდით,” ამბობს ტურისტი.

ყველა ამ მუქარის შემდეგ მათ გადაწყვიტეს, რომ სამართლებრივი გზით ემოქმედათ, რადგან რესტორნის თანამშრომელთა მხრიდან მუქარისა და უსამართლო მოპყრობის მსხვერპლი გახდნენ. მათ ადვოკატი აიყვანეს საქმის საწარმოებლად.

onalem

ტესტ