fbpx
საბერძნეთი

პოლიციამ ცნობილი ბერძენი პათოლოგი დააკავა – ნახეთ, რას გასცემდა ის 20 ევროდ?!

საბერძნეთის პოლიციამ თესალონიკში ცნობილი ბერძენი პათოლოგი დააკავა. ირკვევა, რომ 62 წლის მამაკაცი ხალხს, ნარკოტიკული შემცველობის წამლების საყიდლად, რეცეპტებს უწერდა.

კერძოდ, პათოლოგი 20 ევროს იღებდა თითოეული ადამიანისგან, რომელიც მას აკითხავდა და სთხოვდა, რომ რეცეპტი დაეწერა კონკრეტული წამლების შესაძენად, ვინაიდან ურეცეპტოდ მსგავსი მედიკამენტები არ გაიცემა.

მისი უკანონო საქმიანობის შესახებ დაგროვდა საჩივრები და საქმის მასალები, რის შედეგადაც დაიწყო გამოძიება და პოლიციამ ექიმი დააკავა.

ჩხრეკა ჩატარდა მის სახლშიც, სადაც 13 აბი ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს.

onalem

ტესტ