fbpx
საბერძნეთი

როდის დაიწყება საბერძნეთში 20-30 წლის ასაკის ახალგაზრდების აცრა? 2,8 მილიონი აცრა მაისში

ციფრული პოლიტიკის მინისტრის მოადგილემ, გიორგოს გეორგანტასმა ისაუბრა საბერძნეთში ვაქცინაციის რეკორდულ რიცხვზე და ასევე, აღნიშნა, თუ რამდენი აცრაა დაგეგმილი მაისის თვეში.

როგორც მან ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ს განუცხადა, მაისის თვისთვის დაგეგმილია 2,7-დან 2,8 მილიონამდე აცრა, რადგან მისი თქმით, ვაქცინები ხელმისაწვდომია და ზოგადად სისტემა მუშაობს იდეალურად.

“ივნისიდან 30 წლამდე ახალგაზრდებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ აიცრან კორონავირუსზე. დიდ ხუთშაბათს გაკეთდა 66.000 აცრა და ეს რიცხვები დღითიდღე უკეთესი ხდება. 5 მაისისთვის უკვე იმოქმედებს ვაქცინაციის 1.500 ცენტრი. 

უკიდურესად ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და გვჯერა, რომ ივნისისთვის უკვე გვექნება იმუნიტეტის კედელი, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 30 წლამდე ახალგაზრდებს გზა გაეხსნებათ ვაქცინაციისკენ. 

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მათ, ვისაც არ აქვთ ΑΜΚΑ, შეუძლიათ აიღონ დროებითი ΑΜΚΑ, რომელიც გამოყენებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციისთვის,” განაცხადა გეორგანტასმა.

დროებოთ ამკის აღება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: https://emvolio.gov.gr/pamka

onalem

ტესტ