fbpx
საბერძნეთი

მნიშვნელოვანი დღე საბერძნეთში – 6 თვის შემდეგ კაფეები და რესტორნები იხსნება

დღეს, 3 მაისს, საბერძნეთში უმნიშვნელოვანესი დღეა – 6 თვის შემდეგ იხსნება კაფეები, რესტორნები და ტავერნები, მხოლოდ და მხოლოდ გარე ტერიტორიებზე. როგორც ბერძნული მედია იუწყება, სამხრეთ გარეუბნებში მდებარე ყველა კაფე სავსეა ჯავშნებით, მოსახლეობა მოუთმენლად ელის, პირველი ყავა მიირთვან ზღვის სანაპიროზე.

შეგახსენებთ, რომ 15 მაისამდე სავალდებულოა SMS-ის გაგზავნა 13033-ზე, სახლიდან ნებისმიერი გასვლის შემთხვევაში და კაფეში წასვლისას უნდა გამოვიყენოთ კოდი 6.

ყველა აღნიშნულ დაწესებულებაში აკრძალულია მუსიკა, მაგიდები უნდა იდგეს საჭირო დისტანციებით და აუცილებლად უნდა არსებობდეს ანტისეპტიკური საშუალებები.

ასევე, ისინი უნდა დაიკეტოს 22:45 საათზე, რადგან გადაადგილებაზე აკრძალვა მოქმედებაში შედის 23:00 საათიდან.

დიდ სავაჭრო ცენტრებში მდებარე კაფეები იმუშავებს მხოლოდ Take Away-ს მეთოდით.

onalem

ტესტ