fbpx
საზოგადოება

როგორ იმუშავებს ათენში საჯარო ტრანსპორტი დღეს, 3 მაისს?!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, დღეს ათენში საჯარო ტრანსპორტი განსხვავებული გრაფიკით იმუშავებს. ტროლეიბუსები და ავტობუსები იმოძრავებენ დიდი ინტერვალებით.

კერძოდ, ისინი იმუშავებენ კვირა დღის განრიგით, ანუ გამოივლიან ყოველ 30-40 წუთში ერთხელ.

მეტროს 1-ლი ხაზი (ტრენო) იმოძრავებს ყოველ 10,3 წუთში ერთხელ.

მეტროს მე-2 ხაზი იმოძრავებს ყოველ 10 წუთში ერთხელ.

მეტროს მე-3 ხაზი იმოძრავებს ყოველ 10 წუთში ერთხელ.

ტრამვაი იმოძრავებს ყოველ 30 წუთში ერთხელ.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, სამშაბათს, მეტროს თანამშრომლები მუშაობას შეაჩერებენ, რის გამოც მეტრო იმუშავებს მხოლოდ და მხოლოდ დილის 09:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე.

რაც შეეხება ხუთშაბათს, მეტრო და ტროლეიბუსები საერთოდ არ იმუშავებენ, ვინადაინ აცხადებენ 24 საათიან გაფიცვას.

დამატებითი ცნობები, თუკი რაიმე შეიცვლება, მოგვიანებით გავრცელდება.

onalem

ტესტ