fbpx
საზოგადოება

“არა პირბადეს!” – საბერძნეთის ორ ქალაქში მოსწავლეებმა მასწავლებლები გარეთ დატოვეს

საბერძნეთში დიდი გამოხმაურება მოჰყვა მოსწავლეებისთვის პირბადის ტარების ვალდებულების დაწესებას. გუშინ, პირველივე დღესვე, დაფიქსირდა მშობლების მხრიდან ძალადობის ფაქტებიც კი, თუმცა, დღეიდან მოსწავლეებმა დაიწყეს საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.

ირკვევა, რომ პატრასისა და ხანიის სკოლებში მოსწავლეებმა სკოლის შესასვლელები გადაკეტეს და მასწავლებლებს შიგნით შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ისინი, ფაქტობრივად, გარეთ დატოვეს, სასწავლო პროცესი კი, ჩაიშალა.

მშობლების უმეტესობა არ ემხრობა პირბადის ტარების ვალდებულებას და მიიჩნევს, რომ ამ კანონს ბავშვებისთვის ზიანის მოტანა შეუძლია.

შეგახსენებთ, რომ მოსწავლე პირბადის გარეშე გაკვეთილზე არ დაიშვება.

onalem

ტესტ