fbpx
ჯანმრთელობა

პირველი განგაშის ზარი: სკოლის გახსნიდან 24 საათში 13 წლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

პირგოსის სკოლა საბერძნეთისთვის პირველი განგაშის ზარი აღმოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, 13 წლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ეს მოხდა სასწავლო პროცესის დაწყებიდან 24 საათში.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბიჭი ასიმპტომატურია და კარანტინს სახლის პირობებში გაივლის.

ამ წუთებში მიმდინარეობს შეხვედრა პირგოსის მერს, ილიასის გუბერნატორის მოადგილესა და სკოლის ხელმძღვანელს შორის, რათა მიღებულ იქნეს შესაბამისი გადაწყვეტილებები.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს, 15 სექტემბერს, საბერძნეთში ფიქსირდება კორონავირუსით ინფიცირების 310 ახალი შემთხვევა და 3 გარდაცვალება.

 

onalem

ტესტ