fbpx
საბერძნეთიჯანმრთელობა

“სადაც ზომები მოიხსნა, ინფიცირებულთა რიცხვმა იმატა” – სოტირის ციოდრასის მკაცრი განცხადება

პროფესორმა სოტირის ციოდრასმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ზომების ეტაპობრივი მოხსნა არ ნიშნავს, რომ სიტუაცია სრულიად არის განეიტრალებული და სიფრთხილის გამოჩენა აღარ არის საჭირო. მან საკმაოდ მკაცრად ისაუბრა და განაცხადა, რომ არაფერი დასრულებულა.

“არ შეიძლება ამ ყველაფერთან ხუმრობა. რადგან ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ჩვენ ვნახეთ, რომ ქვეყნებში, რომლებმაც ზომები მოხსნეს, ინფიცირების შემთხვევათა რიცხვმა იმატა. როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ამბობს, ზომების მოხსნის დაწყებიდან 10-15 დღეა საჭირო, რომ გავიგოთ, მაჩვენებლები იგივე რჩება, თუ იმატებს.

მიუხედავად ყველაფრისა, ვირუსი ისევ ჩვენს შორის დარჩება და ამიტომ არის აუცილებელი ჰიგიენის წესების დაცვა და დისტანციის დაკავება. ყველაფერი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.

მე ვხედავ ძალიან ბევრ შეცდომას ნიღბების გამოყენებასთან დაკავშირებით. ზოგს მხოლოდ პირზე უკეთია, ზოგს კი მხოლოდ ნიკაპზე. ეს შეცდომაა და თუ მას სწორად არ გამოიყენებთ, საფრთხეს შეიცავს.

ასევე, არ არის საჭირო ხელის ჩამორთმევით მივესალმოთ ერთმანეთს. ხელის ჰიგიენის დაცვა განსაკუთრებით აუცილებელია მას შემდეგ, რაც შევეხებით სახელურებს და ისეთ ადგილებს, რომელსაც ყველაზე ხშირად ხვდება ადამიანის ხელი,” თქვა პროფესორმა.

onalem

ტესტ