fbpx
კრიმინალი

30 გაძარცვული სახლი და 150.000 ევროს “ნადავლი” – პოლიციამ კრიმინალური ორგანიზაცია გაშიფრა

გავრცელებული ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიციამ ორგანიზებული ოპერაციის შედეგად 4 კრიმინალი დააკავა, ხოლო კიდევ ერთი მათი თანამონაწილე ამ დრომდე იძებნება.

როგორც ცნობილია, ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია მათ მიერ ჩადენილი 30 ძარცვა, ათენის, კერაცინისა და პატრასის ტერიტორიებზე. დაკავებულები ბოშები არიან და მათ მიერ სახლების გაძარცვით მოპოვებული “ნადავლი” მინიმუმ 150.000 ევროს უდრის.

ისინი პატრასის განყოფილებაში გადაიყვანეს, პოლიცია კი ცდილობს დაადგინოს ჩადენილი აქვთ თუ არა მათ კიდევ სხვა დანაშაულები და ჰყავთ თუ არა მოკავშირეები.

ოთხ დაკავებულს ბრალს ძარცვის გარდა, კრიმინალური ორგანიზაციის წევრობისთვისაც წაუყენებენ.

 

onalem

ტესტ