fbpx
კრიმინალისაზოგადოება

“მათ ჩემი შვილის ფეხები მოიპარეს” – შშმ ბავშვს ინვალიდის სავარძელი მოპარეს

უპრეცენდენტო შემთხვევა პერამაში მოხდა. ბავშვი, რომელსაც დამოუკიდებლად სიარული არ შეუძლია, ეკლესიაში დედასთან ერთად მივიდა. როცა შიგნით შედიოდნენ, დედამ შვილი ხელში აიყვანა, ინვალიდის სავარძელი კი გარეთ დატოვეს, ხოლო როცა გარეთ გამოვიდნენ, იქ აღარ დახვდათ.

“გავგიჟდი… მათ ჩემი შვილის ფეხები მოიპარეს. ვის შეეძლო ამის გაკეთება?! გთხოვთ მითხარით! ის მრევლის დაფინანსებით შევიძინეთ და ამას დიდი ძალისხმევა დასჭირდა,” ამბობს ბავშვის დედა.

როგორც ირკვევა, ერთ-ერთმა იქ მყოფმა ადამიანმა ქურდი დაინახა და ამბობს, რომ მას იცნობს, მაგრამ არ იცის, თუ სად ცხოვრობს.

“სავარძელი 3000 ევრო ღირს. ისინი კი მას მხოლოდ 50-100 ევროს გაყიდიან, როგორც ჯართს. თუ არ ვიპოვით, ჩათვალეთ, რომ ბავშვს მის გარეშე სიარულის შანსი არ აქვს… ეს დიდი სირცხვილია,” განაცხადა პერამას მერმა, იანის ლაგუდაკოსმა.

onalem

ტესტ