fbpx
კრიმინალი

“36 წლის დიანას სიკვდილი თავად მისი ბრალია” – რას პასუხობს თესალონიკის საავადმყოფო ქართველი ქალის ოჯახს

თესალონიკში დაღუპული 36 წლის დიანა ბერიძის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გარდაცვლილი ქართველი ქალის ოჯახი საავადმყოფოსგან 5 მილიონ ევროს ითხოვს, რაზეც ხელმძღვანელობა მის მეუღლესა და დაობლებულ სამ შვილს შემდეგნაირად პასუხობს:

“დიანა ბერიძეს ჰქონდა ამ ექიმთან კონსულტაციის გამოცდილება და თავისი ნებით გაუკეთდა მსგავსი ჩარევა. ის ტელეფონით ესაუბრა ექიმს და მივიდა, რათა ეს ოპერაცია გაეკეთებინა. თერაპია, რომელიც მას უნდა ჩაეტარებინა, აბსოლუტურად განსხვავდება იმისგან, რაც ექიმმა გაუკეთა. ადგილზე არ იმყოფებოდა არც ანესთეზიოლოგი.”

გამოდის, რომ საავადმყოფო პირდაპირ აბრალებს დიანა ბერიძეს საკუთარ სიკვდილს, ვინაიდან ექიმს დათანხმდა და გაიკეთა მცირე ქირურგიული ჩარევა, ანესთეზიოლოგის გარეშე.

რაც შეეხება, დიანა ბერიძის მეუღლეს, ის ამბობს, რომ საავადმყოფოს პასუხი სცდება ნებისმიერი ლოგიკას. შეუძლებელია, ასეთი დიდი სამედიცინო დაწესებულება სამ უდედოდ დარჩენილ ბავშვს ეუბნებოდეს, რომ მათი დედის სიკვდილი თავად მისი ბრალია.

“ეს პასუხი ყველანაირ ლოგიკას სცდება… ეს არის ის, რასაც არ ველოდით,” ამბობს მამაკაცი.

იხილეთ ტელეკომპანია STAR-ის რეპორტაჟი 44:48 წუთიდან:

onalem

ტესტ