fbpx
საზოგადოება

“კარგია, რომ მაშინ მე და ზეტამ ბავშვი არ გავაჩინეთ, ახლა უკვე ვფიქრობ, რომ შვილი მინდა” – მიხალის ხაძიიანის

ცნობილმა მომღერალმა, მიხალის ხაძიიანიმ, მედიასთან ბოლოს მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა საკუთარ ურთიერთობაზე ზეტა მაკრიპულიასთან, რომელსაც სამი წლის წინ დაშორდა და ასევე, აღნიშნა, რომ სურვილი აქვს შვილი ჰყავდეს.

“ვფიქრობ, კარგია, რომ მაშინ მე და ზეტამ ბავშვი არ გავაჩინეთ, ჩვენ დღემდე არაჩვეულებრივ ურთიერთობას ვინარჩუნებთ. ახლა უკვე ვფიქრობ, რომ მინდა შვილი მყავდეს. თუმცა, ამ ეტაპზე მარტო ვარ, არავისთან მაქვს ურთიერთობა. 

ჩემი და ჩემი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ყველაფერი მაქვს მოსმენილი. ისიც კი გამიგია, რომ ძელზე ცეკვის პროფესიონალი ვარ. თითოეული ადამიანის სხეული მისი საკუთრებაა და აქვს უფლება, გამოიყენოს ისე, როგორც მიზანშეწონილად მიიჩნევს. ადამიანები აბსოლუტურად თავისუფალნი არიან იქამდე, ვიდრე სხვების თავისუფლებას შეზღუდავენ,” თქვა მომღერალმა.

ხაძიიანიმ ისიც აღნიშნა, რომ ხმის იოგებზე არანაირი ოპერაცია არ გაუკეთებია არასოდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხმას ბევრი სხვა ფაქტორი, მათ შორის ფსიქოლოგიური, არ ცვლის.

onalem

ტესტ