fbpx
საზოგადოება

პილოტი თვითმფრინავის უკან დაბრუნებას ითხოვდა, თუმცა, 6 წუთში 157 ადამიანის სიცოცხლე განადგურდა

ეთიოპიური ავიალაინერის კატასტროფა ბოლო დღეების ყველაზე აქტუალური თემაა. როგორც ცნობილია, თვითმფრინავი ადის აბებადან ნაირობიში მიფრინავდა და აფრენიდან ზუსტად 6 წუთში ჩამოვარდა. დაღუპულია 157 ადამიანი, 33 ქვეყნიდან. გადარჩა მხოლოდ ერთი ბერძენი მგზავრი, რომელიც ბორტზე საერთოდ არ აუშვეს.

რა გახდა 21 საუკუნეში ბოინგის ჩამოვარდნის მიზეზი?!

ამ დროისთვის ექსპერტები შავი ყუთის ჩანაწერებს ამუშავებენ, რომელიც მათ ძირითადი პრობლემის და სიტუაციის დანახვის საშუალებას მისცემს. ცნობილია მხოლოდ ის, რომ პილოტმა ჩამოვარდნამდე აეროპორტს აცნობა, რომ სერიოზული პრობლემა ჰქონდა და სასწრაფოდ თვითმფრინავის უკან, ადის აბებას აეროპორტში დაბრუნებას ითხოვდა, თუმცა, ვეღარაფერს გახდა.

იარედ მულუგეტა საკმაოდ გამოცდილი და პროფესიონალი პილოტი იყო. მის ანგარიშზეა 8.000 საათზე მეტი ფრენიც გამოცდილება და ის იყო ადამიანი, რომელსაც კოლეგები ყველაზე მეტად ენდობოდნენ.

ეთიოპიურ ავიახაზებში ის 2010 წლიდან მუშაობდა და საავიაციო სფეროში 12 წლის მანძილზე მოღვაწეობდა.

onalem

ტესტ