fbpx
საზოგადოება

მიკონოსი: 22 წლის გოგონა 20 მეტრის სიმაღლის კლდიდან გადავარდა

ინციდენტი კოსმოპოლიტურ კუნძულზე გასულ ღამეს მოხდა. 22 წლის გოგონა, რომელიც კვადროციკლით მოძრაობდა, კლდიდან გადავარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული ტურისტია და ბრაზილიიდან არის.

ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ტურისტი გოგონა პალეოკასტროს ტერიტორიაზე, 20 მეტრის სიმაღლის კლდიდან გადავარდა. მისი მდგომარეობა ძალიან კრიტიკულია.

ადგილზე სწრაფად მობილიზდა სახანძრო სამსახური და ის სამმა მაშველმა ზემოთ ამოიყვანა, რის შემდეგაც კუნძულის ჯანმრთელობის ცენტრში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ