fbpx
კრიმინალი

დაპირისპირება საბერძნეთის ციხეში: მოკლულია ქართველი პატიმარი

ინფორმაციას სერესის ციხეში მომხდარი სასტიკი დაპირისპირების შესახებ Protothema.gr ავრცელებს.

აღნიშნულ წყაროზე დაყრდნობით, ინციდენტი სერესში, ნიგრიტას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდა. ერთმანეთს რუსი და ქართველი პატიმრები დაუპირისპირდნენ და 43 წლის რუსმა 35 წლის ქართველი ცემით სიკვდილამდე მიიყვანა.

როგორც ციხის ხელმძღვანელობა იუწყება, ისინი ერთ საკანში ისხდნენ.

საქართველოს 35 წლის მოქალაქე ინციდენტის შემდეგ დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მისი სიკვდილი დაადასტურეს.

მათი თქმით, მამაკაცს, ძლიერად დარტყმის გამო, თავისა და კისრის არეში აქვს დაზიანებები მიყენებული.

ორივე პატიმარი ციხეში სასჯელს ყაჩაღობის ბრალდებით იხდიდა, თუმცა, მათ შორის დაპირისპირების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

წყარო: https://www.protothema.gr/greece/article/912110/fulakes-nigritas-rosos-kratoumenos-edeire-mehri-thanatou-georgiano-sugratoumeno-tou/

 

onalem

ტესტ