fbpx
კრიმინალისაზოგადოება

ბავშვები 5.000 ევროდ: თესალონიკში პოლიციამ უცხოელი ცოლ-ქმარი დააკავა

თესალონიკში ფარდა შოკისმომგვრელ დანაშაულს აეხადა. ამ დროისთვის დაკავებულია 38 წლის ქალი და მისი მეუღლე, ორივე უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ისინი ბავშვებს 5.000 ევროდ ყიდულობდნენ და შემდეგ უკანონოდ აშვილებდნენ და ამაშიც ცალკე თანხას იღებდნენ.

გამოძიების საფუძველზე დადგინდა, რომ წყვილი ბულგარეთიდან არის და მათ ასევე ბულგარელი ფეხმძიმე ქალები საბერძნეთში ჩამოჰყავდათ, ბავშვის გაჩენის შემდეგ მათ 5.000 ევროს აძლევდნენ, ფარავდნენ ყველა ხარჯს, რომელიც წასვლა-წამოსვლასთან და მშობიარობასთან იყო დაკავშირებული, შემდეგ ჩვილს იტოვებდნენ და საკუთარი მიზნებისთვის იყენებდნენ.

მათი ბოლო მსხვერპლი 26 წლის გოგონაა, რომელიც საბერძნეთში ჩამოიყვანეს, მისი შვილი კი არაკანონიერად გააშვილეს ოჯახში, რომელსაც ბავშვი დიდხანს არ ჰყავდა.

პოლიციამ დაადგინა, რომ მათ მიერ გაშვილებული მინიმუმ სამი ბავშვი არსებობს.

ცოლ-ქმარი თესალონიკის პროკურატურაშია გადაიყავნილი.

onalem

ტესტ