fbpx
კრიმინალი

საბერძნეთის პოლიციის კიდევ ერთი “სკუპა” – 19 დაკავებულიდან 17 უსაბუთო ემიგრანტია

თესალონიკში პოლიციის მიერ შემოწმებები თითქმის უკვე ყოველდღე ხორციელდება. დაკავებულთა რიცხვი საგანგაშოა, მითუმეტეს, რომ მათი უმეტესობა უსაბუთო ემიგრანტია.

დღეს საღამოს ოფიცრებმა საერთო ჯამში 123 პირი შეამოწმეს, მათგან 55 ბერძენი, ხოლო 68 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. კანონდარღვევები აღმოაჩნდა 19 მათგანს, საიდანაც 17 უსაბუთობის გამო დააპატიმრეს.

დანარჩენი ორიდან ერთს საბუთების გაყალბება, ხოლო მეორეს ნარკოტიკებით ვაჭრობა ედება ბრალად.

როგორც ცნობილია, აღნიშნული “სკუპა” პოლიციამ ნეაპოლის ტერიტორიაზე ჩაატარა.

 

onalem

ტესტ