fbpx
საზოგადოება

“ყველანაირი ანალიზი გავიკეთე, მაგრამ ექიმი მეუბნებოდა, რომ ჯანმრთელი ვიყავი” – მენეღაკი განქორწინების სირთულეებზე

ელენი მენეღაკიმ საკუთარ გადაცემაში, მიწვეულ სტუმართან ერთად ისაუბრა საკუთარი ცხოვრების რთულ მომენტებზე, ტელეწამყვანმა გაამხილა, თუ რა მძიმე იყო მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა იანის ლაციოსთან განქორწინების პერიოდში.

“ჩვენ ყველას გვაქვს გამოვლილი რთული პერიოდები. გვიგრძვნია თავი დასტრესილად და როცა ამის გამოხატვას ვერ ვახერხებთ, ორგანიზმი “ზარს რეკს”. მე ეს დამემართა, როცა დავშორდი. ჩემი ორგანიზმი ისე იყო, რომ მეგონა ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა. პათოლოგთან დავდიოდი და გავიკეთე ყველანაირი ანალიზი, ძალიან ძვირიც კი, მაგრამ ექიმი მეუბნებოდა, რომ არაფერი მჭირდა და რომ ჯანმრთელი ვიყავი. ბოლოს მითხრა, რომ ეს მხოლოდ ჩემს თავში იყო… და ის მართალი იყო. 

საკუთარ თავს დრო მივეცი და გავაცნობიერე, თუ რა ხდებოდა. ის რაც დამემართა ფიზიოლოგიურად ახდენდა ჩემზე გავლენას და ამ ყველაფერს შემდეგ 6-7 თვე ვებრძოდი. შემდეგ გაიარა. ყველას აქვს ძალები, რომელთა შესახებაც არ იცის. მე ჩემი ძალა ადამიანისგან ავიღე,” თქვა ელენიმ.

onalem

ტესტ