fbpx
საზოგადოება

ათენის მიწისძვრის შემდეგ ბინების შემოწმებას 10.000 ბერძენი ითხოვს

რამდენიმე დღის წინ მომხდარი 5.3 ბალიანი მიწისძვრის შემდეგ მოსახლეობა კვლავ შეშინებულია. მთავარმა შოკმა იმ დღესვე გაიარა, თუმცა, დარჩა დაზიანებული შენობები, რაც მთავარ პრობლემად რჩება. როგორც ცნობილი გახდა, ბინების შემოწმების თხოვნით მუნიციპალიტეტებს 10.000-მა პირმა მიმართა.

დაზიანებული შენობები ძირითადად მდებარეობს დასავლეთ ატიკისა და პირეოსის ტერიტორიებზე.

განცხადებათა დიდი რაოდენობის გამო, ინფრასტრუქტურის სამინისტროდან რამდენიმე ინჟინერი უკვე სრული დატვირთვით მუშაობს.

ამ დრომდე შემოწმება ჩატარდა 2.000 საჯარო შენობასა და ყველა საავადმყოფოში.

onalem

ტესტ