fbpx
კრიმინალი

“საბერძნეთში ჩამოვედით, მაგრამ არ ვმუშაობდით, ფულს მშობლები გვიგზავნიდნენ” – რას ჰყვება ათენში მოკლული თურქის მეუღლე

პერისტერიში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. დადასტურებული ინფორმაციით, გარდაცვლილი, რომელსაც სამი ტყვია ზურგიდან ესროლეს, თურქეთის მოქალაქეა და საბერძნეთში არალეგალურად იმყოფებოდა. მისი მკვლელი იმენად იყო გამწარებული, რომ გარდა იმისა, რომ სამჯერ ესროლა, თავის არეში იარაღი ძალიან ძლიერად მინიმუმ 15-ჯერ ჩაარტყა.

გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ მოძრაობდა თავდამსხმელი. პოლიცია აღნიშნული კადრების დახმარებით ცდილობს მის დაკავებას.

თვითმხილველთა თქმით, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, სამი გასროლის ხმა გაიგონეს და შემდეგ ახალგაზრდა კაცი მაგიდაზე პირქვე დამხობილ მდგომარეობაში ნახეს.

მოკლული თურქის მეუღლე აცხადებს, რომ საბერძნეთში წელიწადნახევრის წინ ჩამოვიდნენ და არ მუშაობდნენ, საარსებო თანხას მშობლები უგზავნიდნენ. ამას გარდა, თურქეთში არავისთან არ ჰქონიათ უთანხმოება. ქალი არ იცნობდა არც იმ მამაკაცს, რომელთან ერთადაც მისი მეუღლე კაფეში იჯდა.

onalem

ტესტ