fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

თრილერი აგრინიოში: ირინი ლაგუდის მანქანაში მნიშვნელოვანი დეტალები აღმოაჩინეს

გარდაცვლილი 44 წლის ქალის, ირინი ლაგუდის მანქანა პოლიციის განყოფილების სარდაფში დეტალურად შეისწავლეს. ექსპერტის ინფორმაციით, ეს არის საქმე, რომელიც ასე მარტივად ვერ დაიხურება.

კერძოდ, გამომძიებლებმა და ექსპერტებმა მანქანა შეამოწმეს და მათი თქმით, იქ აღმოაჩინეს ისეთი ინფორმაცია, რომელმაც საიდუმლოებით მოცულ საქმეს, შესაძლოა, ფარდა ახადოს.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ მოპოვებული ინფორმაცია ჯერჯერობით მკაცრ შემოწმებას საჭიროებს, ხოლო შემდეგ დასკვნების გაკეთება უკვე შესაძლებელი იქნება.

ლაგუდის ოჯახის ადვოკატის განცხადებით, მათ აქვთ რწმენა, რომ საქმე მკვლელობასთან გვაქვს. მანქანის დაწვა კი წინასწარ იყო განზრახული. რაც შეეხება საკითხს, რომ ქალმა გარდაცვალებამდე ბენზინი შეიძინა, არ ნიშნავს, რომ ის თავის მოკვლას აპირებდა, რადგან შესაძლოა ეს ყველაფერი მოტყუებით მოხდა.

onalem

ტესტ