fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

ჰონგ-კონგში დაკავებული 19 წლის მოდელი: “ჩემი მშობლების ნახვა მინდა”

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჰონგ-კონგში დაკავებული 19 წლის ბერძენი მოდელი სიტუაციის სერიოზულობას ვერ აცნობიერებს. 4 დღის შემდეგ მას პირველი კონტაქტები ჰქონდა საბერძნეთის გენერალურ კონსულთან.

Protothema.gr-ს ადვოკატი საკის კეხაგიოღლუ ესაუბრა:

“საბერძნეთის კონსული ჰონგ-კონგში 19 წლის გოგონას პირველად გაესაუბრა. მისი ინფორმაციით, ის არასრულწლოვანთა ციხეში იმყოფება, სადაც 14-დან 21 წლამდე გოგონებს ათავსებენ. მას ოჯახთან საუბარი სურს. 19 წლის მოდელი ამბობს, რომ ციხეში კარგი პირობებია.”

ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული გოგონა სიტუაციის სიმძიმეს ვერ აცნობიერებს. მისი წარმოდგენით, ეს უსიამოვნო თავგადასავალია, რომელიც მალე დასრულდება.

“ის საშიში თამაშის მსხვერპლი გახდა,” აცხადებენ მისი მეგობრები.

მათი თქმით, გოგონას ეგონა, რომ სამოგზაურო კონკურსი მოიგო, თუმცა, როგორც ჩანს, სინამდვილეში ნარკოტიკების ტრეფიკინგის საქმეში გაეხვია.

19 წლის გოგონას ადვოკატი

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მან გრძელვადიანი მოგზაურობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ მამაკაცს შეხვდა:

onalem

ტესტ